ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა - ორდენი აშშ-ს მიერ სანქცირებულ ივანიშვილის ყოფილ მინისტრს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

"სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს" - აცხადებს შსს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

გომელაური 28 მაისს გადადგა. მიზეზად მან ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. ის დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც.