ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი დაესწრო EU-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას.
რადიო თავისუფლებას წყაროებმა აცნობეს, რომ 24 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილი იყო „ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი. იყო ცარიელი დაპირებები და არ გაეცა პასუხი საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს.
შეხვედრის შესახებ ილია დარჩიაშვილის კომენტარი გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა. როგორც მინისტრმა თქვა, მან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ევროკავშირის 12 პირობაზე.
ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge