დღეს, 29 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრები 18 საკითხის განხილვას გეგმავენ.

  • საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები -მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პორტ ავლაბარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან თრეიდინგ ჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „ენერგო - პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”- მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ – მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 სექტემბრის №1792 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის N1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ვოთერ ლენდზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანას და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ” -მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" - მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ”- მომხსენებელი: ო. შამუგია.