დღეს, 19 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრები 10 საკითხს განიხილავენ.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გლობალური სავაჭრო ჯგუფი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”  მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრა თბილისის ტერმინალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”  მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ლელა ვახანიასათვის და შპს „თოგენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
    მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
    მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”
    მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „თბილისო 2022“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
    მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
    მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
    მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
    მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
    მომხსენებელი: ო. შამუგია