"ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას", – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბერსემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის მიზანი კავშირების გაუმჯობესება იყო.

"შედგა ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არამხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა ბერსემ.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დღეს შეხვდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

"მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ," - იუწყება მ,თავრობის ადმინისტრაცია.