ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ "კომერსანტს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხბედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა და შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.
"მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ," - წერია მათ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პოსტის მიხედვით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან.შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს.შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, - წერს კობახიძე.