ბრიუსელში ორშაბათს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - საბოლოო დღის წესრიგში, რომელიც საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გუშინ განახლდა, მიმდინარე საქმეების ბლოკში საქართველოს საკითხი ჩაემატა.
ინფორმაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ევროკავშირის 27 ქვეყანა საფრანგეთისგან და გერმანიისგან მიიღებს.
პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან - წერია განრიგში.
ცნობისთის, საქართველოს საკითხის დღის წესრიგში ჩამატებას წინ უსწრებდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.