ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა. ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…” - წერს როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე.


ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა 29 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. კობახიძემ აღნიშნული განცხადებას “ანტიქართული” უწოდა და განაცხადა, რომ “გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.”