რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების გახსნით ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდება და საქართველოს კურორტები რუსი ტურისტებით გადაიჭედება  - ამის შესახებ ჟურნალ Bild-თან ინტერვიუში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის რუსეთის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი ნატალია ზუბარევიჩი საუბრობს.

„ან ბათუმი და კახეთი - ყველაფერი ჩვენით იქნება გადაჭედილი, ან მე არ მცნობია ჩვენი თანამემამულეები. ბათუმის ნოტიო სუბტროპიკები, რა თქმა უნდა, თურქეთი არაა, მაგრამ ცხოვრება და დასვენება შეიძლება. მკითხაობა არ სჭირდება რომ  კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს დაიპყრობენ,“ - აცხადებს ნატალია ზუბარევიჩი.