პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "2007 წელს ქვეყნიდან გასული რუსული ჯარი, რამდენიმე თვეში შემოაბრუნა მაშინდელმა ხელისუფლებამ".

ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთი  არ უხსენებია და აგვისტოს ომზე საუბრისას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას, ხალხს მინდა ველაპარაკო და კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს რუსული ჯარი, შემოაბრუნეს, ამათ, ამ ადამიანებმა [ოპოზიცია]. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი 2-ჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი შეცდომები კი არა, ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა? პასუხი გაგვცენ, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.