საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლებისპერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება.

მისი თქმით, ამ დროს კი, საქართველოში, „ზოგიერთი შეშფოთებას“ გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.

“1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”.

როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ”, - წერს ფიშერი.

Ipn.ge