ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით პირველი სექტემბრიდან დანაშაულის მხილება უწყების ვებგვერდით, წერილობით, ზეპირად, ტელეფონით, ფაქსით და სხვა საშუალებებით იქნება შესაძლებელი, 1 სექტემბრამდე კი აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს.

„საზოგადოებრივი ინტერესების გამო გატყობინებთ შემდეგს :

2023 წლის 1 სექტემბრიდან, მხილება შეიძლება განხორციელდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე,  წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით, როგორც ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის, მე-20 (პრიმა 3) მუხლის პირველი პუნქტით არის დადგენილი.

2023 წლის 1 სექტემბრამდე, აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს და განცხადება შეგიძლიათ გააგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს  მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.mkhileba.gov.ge ). ასევე მხილება შესაძლებელია წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.