ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს, აცხადებს „ფონდ ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. როგორც ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რეკომენდაციები გახდნენ ე.წ. "მოძრავი სამიზნეები".
"რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნება:
- ფართო კონსენსუსით (იდეალურ შემთხვევაში) შექმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწეროს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება;
- 2. ეს დოკუმენტი წარვუდგინოთ ევროკავშირს (ევროკომისიას რომელმაც წლის ბოლოს უნდა შეაფასოს საქართველოს პროგრესი) და მათი მხრიდან მივიღოთ მხარდაჭერა; ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი (და თუ სწორად მახსოვს ამ დრომდე უკანასკნელი) შეხვედრა 2018 წელს გაიმართა", - წერს სოციალურ ქსელში ჩხიკვაძე