პერიფერიული არტერიების დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თუმცა ხშირად უგულებელყოფილი სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, რომლის პირველი ნიშნები შესაძლოა ჩვეულებრივ დაღლილობას ან ასაკობრივ ცვლილებებს მივაწეროთ. ფეხის ტკივილი სიარულისას, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები და მოძრაობის შეზღუდვა ხშირად სწორედ სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიუთითებს.

რატომ ვითარდება ეს დაავადება, ვინ არის რისკჯგუფში, როგორ ამოვიცნოთ საწყისი სიმპტომები და რა თანამედროვე მეთოდებით ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“  ამ თემებზე სასაუბროდ კითხვებით ანგიოლოგ მარიამ გრძელიძეს მივმართეთ ინტერვიუს კი სრული სახით გთავაზობთ.  

  • რა არის პერიფერიული არტერიების დაავადება?

პერიფერიული არტერიების დაავადება მოიცავს ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც იწვევენ კიდურებში სისხლის მიმწოდებელი სისხლძარღვების შევიწროვებას და დაკეტვას, რის გამოც კიდურში სისხლმომარაგება მცირდება და იწყება იშემიური პროცესები. ყველაზე ხშირად ამ დაავადებებიდან გვხვდება ათეროსკლეროზი, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროვებს და კეტავს ქოლესტერინული ფოლაქების ჩალაგებით.

  • ხშირად ამბობენ, რომ ეს „მოხუცების დაავადებაა“ - ეს სიმართლეა თუ შესაძლოა ახალგაზრდებშიც გვხვდებოდეს?

ეს გარკვეულწილად სწორია, რადგან ის დაავადებები, რომლებიცაა არტერიიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, მაღალი ქოლესტერინი, დაბალი ფიზიკური აქტივობა, რაც ხელს უწყობს პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებას, უმეტესად ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება, თუმცა ათეროსკლეროზის გარდა არსებობს მაგ.: ბიურგერის დაავადება, რომელიც ასევე პერიფერიული არტერიების დაავადებაა და გვხვდება ახალგაზრდა მწეველ მამაკაცებში.

  • რამდენად გავრცელებულია პერიფერიული არტერიების დაავადება საქართველოში და ვის შორის გვხვდება უფრო ხშირად?

ეს დაავადება ისევე გავრცელებულია, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა და იშემიური დაავადება, რადგან დაავადების განვითარების მექანიზმი ზუსტად ისეთივეა, ანუ ამ დაავადებებსაც ქოლესტერინული ფოლაქებს ჩალაგება იწვევს, უბრალოდ განსხვავებულ ლოკაციაზე.

  • რა სიმპტომებით შეიძლება პაციენტმა იეჭვოს, რომ მას პერიფერიული არტერიების პრობლემა აქვს?

პირველი სიმპტომი, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს პერიფერიული არტერიიების დაავადებაზე, არის ე.წ. ხანგამოშვებითი კოჭლობა, როცა პაციიენტს გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ უწევს გაჩერება კუნთის ტკივილის გამო და ფეხის დასვენება, რათა სიარული განაგრძოს. იმ პაციენტებში, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო დიდი მანძილების გავლა არ უწევთ, შეიძლება დაავადება პირდაპირ წყლულებით ან დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობით გამოვლინდეს.

  • ხშირად ადამიანები ფეხის ტკივილს ასაკს ან დაღლილობას აბრალებენ - როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი ტკივილი დაავადებისგან გამოწვეული ტკივილისგან?

პერიფერიული არტერიული დაავადების დამახასიათებელი ნიშანი არის ზემოთხსენებული ხანგამოშვებითი კოჭლობა, უშუალოდ მოძრაობისას განვითარებული ტკივილი, რომელიც აიძულებს ადამიანს, გაჩერდეს და ფეხი დაასვენოს. თუმცა დაავადების შორსწასულ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება გახდეს მუდმივი და და არ იყოს დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. განსხვავეებით რევმატოლოგიური ან ნევროლგიური ტკივილებისა, რომლებიც სხვანაირად გამოვლინდება. თუმცა უფრო ზუსტ შეფასებას რა თქმა უნდა ანგიოლოგი გააკეთებს პაციიენტის უშუალო ფიზიკალური გასინჯვისას.

  • რომელი ფაქტორებია ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადების განვითარებაში? (მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინი და სხვა) შეიძლება თუ არა გენეტიკამაც ითამაშოს როლი?

დაავადების განვითარებაში საკვანძო როლი აქვს რამდენიმე მდგომარეობას ერთდროულად, როგორებიცაა: მემკვიდრული ფაქტორით (ოჯახის წევრებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები), მოწევა, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებლები და ა.შ.

  • არსებობს შემთხვევები, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს?

დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ფიზიკურად არააქტიურ, ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტიით დაავადებულ ადამიანებში, ასევე პაციენტებში ვისაც გადატანილი აქვთ თავვის ტვინის ინსულტი ნარჩენი მოვლენებით (დაბუჟება, პარეზი, ა.შ.)

  • როგორ ხდება ნიუ ჰოსპიტალსში პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ნიუ ჰოსპიტალსში პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა ხდება ყველა ხელთ არსებული თანამედროოვე მეთოდით, დაწყებული მხარგოჯის ინდექსითა და ულტრასონოგრაფიოული კვლევით („დოპლერი“, „დუპლექსი“), დამთავრებული მაღალტექნოლოგიური გამოკვლეევებით, როგორებიცაა კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, დიგიტალური ანგიოგრაფია. გამოკვლევის მეთოდს ანგიოლოგი ადგენს უშუალოდ პაციენტის საჭიროებბებიდან გამომდინარე.

  • თუ დაავადება უყურადღებოდ დარჩა - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

პერიფერიული არტერიების დაავადება ქრონიკული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თავისი გზით მიმდინარეობს და საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, მკურნალობას და კონტროლს, რათა არ პროგრესირდეს. პროგრესირების შემთხვევაში შევიწროივებული სისხლის მიმწოდებელი სისხლძარღვები იკეტება, ვითარდება მუდმივი ტკივილები, კანი განიცდის იშემიას და ნეკროზს, ვითარდება შეუხორცებელი წყლულები, ინფექცია და შეიძლება კიდურის დაკაგვის საკითხი დადგეს.