ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ივნისში წინა წელთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა. ამგვარად, ინფლაცია შენელდა წინა თვესთან შედარებით, როდესაც ის 3.2%-ს შეადგენდა.

Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი, ივნისში სამომხმარებლო ფასების 3%-ით ზრდას ითვალისწინებდა.

წინასწარი მონაცემებით, ენერგომატარებლების ფასები ივნისში წინა წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, მაისსა და აპრილში 10.8%-იანი ზრდის შემდეგ.

ვრცლად interfax – ზე