ყაზახეთში 23 აგვისტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა დღეს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოაწერა.
კონსტიტუცია ყაზახეთის ორპალატიანი პარლამენტის უფრო მცირე, ერთპალატიან პარლამენტად გარდაქმნას ითვალისწინებს. ასევე იქმნება ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობა, რომლის შევსებაც, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მოხდება.
გასულ თვეში, ყაზახეთის ყოფილი მმართველი პარტია „ამანატი“, რომელიც 1999 წლიდან, ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ დაარსების დროიდან, ქვეყნის პოლიტიკაში სხვადასხვა სახელით დომინირებდა, ახლადშექმნილ პარტია „ადილეტთან“ გაერთიანდა, რომელსაც ტოკაევის ახლო თანაშემწეები ხელმძღვანელობენ.