მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი ჯივინოსტატი მომდევნო კვირაში უკვე საქართველოში იქნება. მისივე თქმით, ყველაფერი მზად არის, რომ "მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში".
"დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია, ჯივინოსტატის საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე ჩვენს მიერ იტალფარმაკოსთან თანამშრომლობით გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ექიმების ტრენინგები და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მათ შორის, მშობლების სახელით, კომპანია იტალფარმაკოს ძალიან კარგი თანამშრომლობისთვის". - განაცხადა საჯველაძემ.
31 ივლისს სარჯველაძემ განაცხადა, რომ დიუშენის პაციენტებისთვის პრეპარატ ჯივინოსტატს შეიძენდნენ.