ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე ცნობით, სამუშაოები შოთაძის ქუჩის ნაწილზე და ჩიხებში  მიმდინარეობს, სადაც გზის საფარი აქამდე არ არსებობდა.

სამუშაოების შედეგად დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტისთვის დაახლოებით, 203 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.