2023 წელს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს  შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ერთობლივი საინვესტიციო ფონდის დაარსება, რომლის მოცულობა 300 მლნ დოლარით განისაზღვრა.

2025 წლის მარტში ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ერთობლივი საინვესტიციო ფონდით, პირველი პროექტის – აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურში ინერმოდალური ტერმინალის გაფართოების  შესახებ.

ყაზახეთ – აზერბაიჯანის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის წინაპირობას, ქვეყნებს შორის ინსტიტუციური სახის პროექტების რეალიზება წარმოადგენდა.

თანამშრომლობის არეალი, ფონდის დაარსებისთანავე იქნა განსაზღვრული – აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურის ეკონომიკური ზონის და ყაზახეთში ანალოგიური თავისუფალი ეკონომიკური ზონების  ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტების  რეალიზება, რაც ერთობლიობაში მიმართული იქნებოდა შუა დერეფნის განვითარებისკენ.

გარდა შუა დერეფნის ეკონომიკური ზონების გაფართოების სფეროში თანამშრომლობისა, ქვეყნები შეთანხმდნენ, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფინანსური სახსრების,  კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ – ბოჭკოვანი მაგისტრალის „ციფრული აბრეშუმის გზის“  პროექტის ფარგლებში მიმართვას.

2024 წელს ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მხარეები, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფარგლებში  აზერბაიჯანის ნავსადგურ ალიათში ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალის გაფართოების პროექტის სამშენებლო მიმართულების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის მხარეს წარმოადგენს კომპანია Xi’an Free Trade Port Construction and Operation ი.

საბოლოოდ 2025 წლის მარტში ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღებული იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი 300 მლნ დოლარიანი საინვესტიციო ფონდით განხორციელდეს პირველი პროექტი – ალიათის ნავსადგურში ინერმოდალური ტერმინალის  მშენებლობა.

ბუნებრივია ისმის კითხვა თუ რამ განაპირობა პირველ რიგში აქცენტის გადატანა აზერბაიჯანის ნავსადგურ ალიათის გაფართოების პროექტზე?

უნდა აღინიშნოს, რომ ბაქოს სიახლოვეს, ალიათის ნავსადგურის კომლექსის პირველი ფაზა – 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, რომელსაც საწყის ეტეპაზე წლიურად 15 მლნ ტონა ტვირთის და 100 000 ერთეული TEU ს გადამუშავება შეეძლო.

ნავსადგურს გააჩნია Ro-Ro ს ტიპიის საბორნე გემების მიღების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ალიათის ნავსადგურის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, სანავსადგურე კომპლექსის გენერალური გეგმა შედგენილი იყო ნიდერლანდური კომპანია Royal Haskoning ის მიერ ხოლო მშენებლობა ადგილობრივმა აზერბაიჯანულმა კომპანია ევრასკონმა განახორციელა.

ჩატვირთვა – გადმოტვირთვის სამუშაოების ეფექტიანობის გასაზრდელად ნავსადგურში დამონტაჟდა, გერმანული წარმოების 80, 40, და 32 ტონიანი ტვირთამწეობის ექვსი ახალი ამწე. დამატებით მოეწყო 1 000 ერთეული კონტეინერის ერთდროული განთავსების ინფრასტრუქტურა.

გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანი ახალი ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, მხოლოდ შუა დერეფნის მიმართულებით წარმოქმნილი ტვირთნაკადების გადამუშავებას არ ვარაუდობდა, მხედველობაშია მისაღები, რომ აზერბაიჯანი რუსეთ – აზერბაიჯანი – ირანის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სრულუფლებიანი მოთამაშეა.

ფაქტიურად აზერბაიჯანმა ორი დერეფნის  გადაკვეთის ადგილზე ალიათის ნავსადგურის სახით, მძლავრი ინფარსტრუქტურული ობიექტი შეიყვანა ექსპლუატაციაში.

2023 წელს ალიათის ნავსადგურმა 44 ათასი ერთეული TEU გადაამუშავა, მომდევნო ერთ წელიწადში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 73% ით გაიზარდა და 2024 წელს  77 ათასს ერთეულ TEU ს მიაღწია.

სადღესოდ ალიათის ნავსადგურის არსებული  საკონტეინერო სიმძლავრე 100 000 ერთეული TEU – 

77 % ით არის ათვისებულია. საკონტეინერო ტვირთნაკადის ზრდის პირობებში ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალი, შუა დერეფნის „ვიწრო ადგილად“ იქნება წარმოდგენილი.

თუ მოკლევადიან პერსპექტივას გავითვალისიწნებთ 2025 წელს ნავარაუდევია შუა დერეფნით  600 ბლოკ მატარებლის გატარება, ნათელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ალიათის ნავსადგურის გაფართოება.

გადამუშავებული ტვირთების და პირველ რიგში საკონტეინერო ნაკადის ზრდის დინამიკამ დღის წესრიგში წინმსწრებად დააყენა ალიათის ნავსადგურის გაფართოების აუცილებლობა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით განისაზღვრა ალიათის ნავსადგურის არსებული გამტარუნარიანობის წელიწადში 15 დან 25 მლნ ტონამდე გაზრდა, ხოლო საკონტეინერო სიმძლავრეების ეტაპობრივად 500 000 ერთეულ TEU მდე აყვანა.

ერთობლივი საინვესტიცო ფონდის ფინანსური რესურსები, პირველ რიგში მიმართული იქნება საკონტეინერო სიმძლავრეების გასაფართოებლად.

დასკვნის სახით – გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის სანავსადგურე სივრცეში საკონტეინერო სიმძლავრეების განვითარების შესახებ, დროული და სინქრონულია აქტაუში ანალოგიური საკონტეინერო სიმძლავრეების განვითარებასთან მიმართებით.

მნიშვნელოვანია სინქრონიზაციის კუთხით ანალოგიური ნაბიჯები გადადგმული იქნეს საქართველოს ნავსადგურების, პირველ რიგში ფოთში საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოების მიმართულებით.

წყარო: transcor.ge