რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში მიიღო.
შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ დამასკოსა და მოსკოვშ შორის ურთიერთობა მუდამ მეგობრული იყო. მისივე მტკიცებით, სირიასთან ურთიერთობაში რუსეთი მუდამ სირიელი ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობდა. პუტინის თქმით, სირია ახლა "რთულ პერიოდს განიცდის", მაგრამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაამყარებს "თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ ძალას შორის".
ალ-შარაამ პუტინის პასუხად თქვა, რომ რუსეთს "ახალი სირიის განვითარებაში სერიოზული როლი ექნება".
გასულ დღეებში Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ალ-შარაა პუტინისგან სირიის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთში გაქცეული ბაშარ ალ-ასადის გადაცემას მოითხოვდა. ამავე ცნობებით, სირიის დროებითი პრეზიდენტი გამართავდა მოლაპარაკებებს ტარტუსის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზისა და ჰმეიმიმის ავიაბაზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.