Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2027 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტის აქტიურ საპროექტო სამუშაოებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას INVIA-ს დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბინებზე ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია.

ფხაკაძის თქმით, პროექტზე ცნობილი არქიტექტურული გუნდი მუშაობს და სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის კომპანია აქტიურად ემზადება.

Trump Tower Tbilisi Downtown Tbilisi-ის 8-ჰექტარიანი პროექტის ნაწილია და მისი განხორციელება The Trump Organization-თან თანამშრომლობით იგეგმება. პროექტის პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და INVIA არიან, თანადეველოპერი — The Sapir Organization, ინვესტორები კი Block Stone Capital, Finvest და Vector Group.