საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძისგანცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადშიდაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალურიგზის მშენებლობის დასრულება, რომელზეცსამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან უახლოესპერიოდში დაიწყება.

მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში რამდენიმემნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისდაწყებაა დაგეგმილი, რომლებიც ქვეყნისსატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და შიდამობილობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„იანვარ-თებერვალში სავარაუდოდ დაიწყებასარფის მიმართულებით დაახლოებით 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიცგონიოსა და მიმდებარე ტურისტულ ტერიტორიებსსატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს. უახლოესთვეებში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზისმშენებლობაც, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებაროგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტოდერეფნისთვის, ისე დედაქალაქში სატრანსპორტონაკადების განტვირთვისთვის“, — განაცხადა რევაზსოხაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდშიდაგეგმილია კახეთის მაგისტრალისბადიაური–ბაკურციხის მონაკვეთების, რუსთავი–სადახლოსა და რუსთავი–წითელი ხიდისმიმართულებების, ასევე გურჯაანი–თელავისა დაწნორი–ლაგოდეხის გზების სამშენებლო სამუშაოებისდაწყება. ბადიაურის მიმდინარე მონაკვეთისდასრულება კი მომავალი წლის ზაფხულისთვისიგეგმება.

რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღებაგაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებშიქართული სამშენებლო კომპანიების ჩართულობისმნიშვნელობაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართულიკომპანიები იყვნენ ჩართული, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებში. ეს მნიშვნელოვანიადასაქმების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენისთვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ქართულმაკომპანიებმა ისეთი გამოცდილება დაშესაძლებლობები შეიძინონ, რომ მომავალში სხვაქვეყნებშიც შეძლონ რთული საინჟინრო პროექტებისგანხორციელება“, — აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურისგანვითარება მომდევნო ხუთი წლის შემდეგაცგაგრძელდება, რათა ახალი სატრანსპორტო ქსელისშექმნამ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასადა განვითარებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.