კომპანია „აკა ჰოლდინგი“ წყალტუბოში სასტუმრო „ჰილტონს“ აშენებს. როგორც ინვესტორმა ჯამათა ჩარკვიანმა BMG-თან განაცხადა, ხელშეკრულება მხარეებს შორის 4 ივნისს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 122 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომლის ჯამური ინვესტიცია 18 მლნ ევროა.

სანატორიუმ „თბილისის“ ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ის 2.5 წელში დასრულდება.

„ხელშეკრულება დადებულია, პრეზენტაცია გვქონდა ცოტა ხნის წინ „ბიოლში.“ 35 ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსულები და სამუშაოები უკვე დაწყებულია. საუბარია 18 მლნ ევროს ინვესტიციაზე, პროექტი წყალტუბოში 2.5 წელში დასრულდება.

იქნება 122 ნომერი, ლუქსის, საპრეზიდენტო და სტანდარტული ნომრებით, ყველა იმ ინფრასტრუქტურით რაც ბრენს მოჰყვება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოში, სახელმწიფო პროგრამა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გაყიდული სანატორიუმ „თბილისი“კომპანია „აკა ჰოლდინგმა“ სახელმწიფოსგან 3.152 მლნ ლარად შეიძინა. კომპანიამ, რომლის ძირითადი პროფილი საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტია, სახელმწიფო ქონების შეძენით, წყალტუბოში 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმროს მოწყობის და ამისთვის მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.

bm.ge