„შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის ინდუსტრიული ზონა უკვე გახდა ფარმაცევტული ინდუსტრიის ჰაბი რეგიონში“ - ამის შესახებ „თბილისის თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელმა სოსო ნიბლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ინდუსტრიული ზონების სახით საქართველოში ნამდვილი ოაზისები შეიქმნას, თიზ- ის დამფუძნებელმა უპასუხა, რომ აუცილებელია კანონი დაიხვეწოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო უწყებებთან.
მე მინდა დავიწყო სიახლეებით და გკითხო, როგორ არის საქმეები?
2023 წლის მარტში ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენმა ჰოლდინგმა - ეს არის „ზოტი ჰოლდინგი“, რომელიც არის ქართველი და ევროპელი ბიზნესმენების გაერთიანება, რომ შეგვეძინა თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. მას შემდგომ, ჩვენ ვართ ინტენსიური განვითარების რეჟიმში. თუმცა, ეს არ არის მარტივი პროცესი.
დღევანდელი რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, ინვესტიციის მოზიდვა მარტივი ამბავი არ არის. თუმცა ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილი მიზნები, რაც გვქონდა, გადაჭარბებით შევასრულეთ. თიზ-ი იღებს ადმინისტრატორის ფუნქციას, აქირავებს მიწის ნაკვეთებს და შემდგომ შემოდის კომპანია საწარმოებლად. ჩვენ დავიწყეთ ინვესტიციები შენობა- ნაგებობებში, ინფრასტრუქტურაში, კომუნიკაციებში, კომუნალურ დაერთებებში და სხვა სერვისებში, ინვესტორი შემოდის და მზა ნედლეული ხვდება.
ამან საშუალება მოგვცა, რომ სწრაფი ტემპით შემოგვეყვანა კომპანიები. თბილისის თიზ-ი არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც თუნდაც ფოთის ინდუსტრიული ზონა, ჩვენი თიზ-ი დაახლოებით 17 ჰექტარს მოიცავს, თუმცა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენს მიერ განვითარებული შენობა -ნაგებობების ყოველი გოჯი დატვირთულია.
17 ჰექტარი, თბილისის კვალობაზე, სავსებით საკმარისია. საინტერესოა, რა საწარმოო მიმართულებებია თავმოყრილი თბილისის თიზ-ში?
საწარმო პროექტი იქნება, თუ სასაწყობე-სადისტრიბუციო ჰაბის პროექტი, მათ ჩვენ სხვა დონე უნდა დავახვედროთ.
შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის თიზ-ი უკვე გახდა ფარმაცევტული ინდუსტრიის ჰაბი რეგიონში. ვგულისხმობ , ძირითადად, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თიზ-ი გახდა დამაკავშირებელი ჰაბი ამ რეგიონების, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე ექსპორტის. თბილისის თიზ-ში არის კონცენტრირებული იმ რეგიონების
უმრავლესობა, შეიძლება ითქვას 80-90%, რომლებიც ამ რეგიონში ახორციელებენ დისტრიბუციას.
საინტერესოა ისიც, რომ თიზ-ების ისტორიაში პირველად, თბილისის თიზ-ში გაიხსნა GDP-ს სტანდარტის სასაწყობე მეურნეობა. ეს არის უმაღლესი დონე, რომელიც განახლებულ ფარმაცევტულ რეგულაციებს შეესაბამება, ანუ მარტივად ენაზე რომ ვთქვათ, ყველა ეს ქვეყანა უკვე გადავიდა ამ სტანდარტებზე. ეს არის სასაწყობე მეურნეობის ის კლასი და ის სპეციფიკაციები, რომელიც აუცილებლად სჭირდება წამალს. ასეთი კლასის და სტანდარტის საწყობი პირველად ისტორიაში ჩვენთან შეიქმნა. გასულ წელს უკვე დასრულდა სამონტაჟო სამუშაოები მეორე ასეთი სტანდარტის საწყობის და უკვე ველოდებით რამდენიმე კვირაში, რომ ეს კომპანია მიიღებს სერტიფიკატს. მესამე პროექტი ამ მიმართულებით უკვე იგეგმება წელს 2025 წლის მეორე ნახევარში.
ძირითადად, რომელი ქვეყნები იყრიან თავს თავისუფალ ზონაში?
თბილისის თიზ-ში ძირითადად, რეგიონის ქვეყნები არიან წარმოდგენილები. ზოგადად ასეთი პრაქტიკაა მსოფლიოში. ჩვენთანაც კლასიკურად ეს არის ძირითადად რეგიონული ქვეყნები. თუმცა აქ გამახსენდა და ხაზს გავუსვამ ორ ძალიან საინტერესო გერმანულ პროექტს. ერთი არის „ბოინგის“ და „ეარბასის“ თვითმფრინავების სავარძლების კომპონენტების აწყობა. დანადგარები შემოიტანა ჩვენს მიერ ორგანიზებულ შენობა-ნაგებობაში ამ გერმანელმა ინვესტორმა და დაიწყო ეს საინტერესო პროექტი. მიზანი გვაქვს ძალიან დიადი, მთლიანად ბიზნეს კლასის სავარძლები იქნეს მთლიანობაში ნაწარმოები ჩვენთან. ეს გულისხმობს ტექსტილის ნაწილს, ელექტრო ნაწილს და ასე შემდგ22ომ. ეს ძირითადი ჩონჩხი უკვე ძალიან წარმატებით ოპერირებს.
მეორე პროექტი არის ოჯახური ბიზნესი - მიკროჩიპების წარმოება. ისინი უკვე საკმაოდ აქტიურად აწარმოებენ მიკროჩიპებს. მოწყობილი აქვთ ლაბორატორია თიზ-ში და ესეც დასავლეთ ევროპაში გადის.
მესამე პროექტი არის გერმანული კომპანია, რომელიც წილშია უკრაინელ ინვესტორთან დ რომელიც სახურავის გადახურვის საშუალებების ნედლეულის წარმოებას.
ვრცლად www.bpn.ge– ზე