აგვისტოდან, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახთან მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ bm.ge-ს განუცხადა, სადგურის დადგმული სიმძლავრე 1.65 მეგავატია.

„ამ მომენტისთვის, ეს ჩვენს პროექტებში მიწაზე დადგმული ყველაზე დიდი მზის სადგურია. წლიური გამომუშავება 2.4 მლნ კვტ/სთ იქნება“, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

ამასთან, სექტემბერში ხონის მუნიციპალიტეტში 500 კვტ. სიმძლავრის სადგური გაეშვა ექსპლუატაციაში, რომელიც Helios Energy Georgia-მა კომპანია "გრინ ენერჯი 2024-ის" დაკვეთით განახორციელა.

ცნობისთვის, Helios Energy Georgia, რომელიც მზის ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობს, 2017 წელს დაფუძნდა.

წყარო: BMG