შვედეთი მსოფლიოში ყველაზე გრძელ გზას აშენებს, რომელიც ელექტრომობილებს მართვის დროს დამუხტავს. ამის შესახებ Electrek-ი წერს.

ეს იქნება 21 კილომეტრის სიგრძის ელექტრიფიცირებული გზატკეცილის, რომელიც E20 მარშრუტის გასწვრივ ქალაქ გალსბერგსა და ორებროს შორის გაივლის. განმარტა სამთავრობო სატრანსპორტო ორგანიზაცია Trafikverket-ის განმარტებით, ეს იქნება სატრანსპორტო დერეფანი საქონლის კომერციული ტრანსპორტისთვის.

შვედეთში გზის მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება. თუმცა, სამთავრობო ორგანოს ჯერ არ აქვს შერჩეული ტექნოლოგია, რომელზეც პროექტი იმუშავებს. ეს შეიძლება იყოს ელექტროგადამცემი ხაზები ან ელექტრო რელსები.

შვედეთმა 4 დროებითი ელექტრიფიცირებული გზა უკვე ააშენა. პირველი - 2-კილომეტრიანი მათგანი, 2018 წელს გაიხსნა.