სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
შეხვედრები თეკლათის, მენჯის, ხორშის, ეკისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 38 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში“, 738 000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.