„საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს საკასო ცენტრის ახალი შენობის აშენებას ქუთაისში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სებ-მა დაპროექტების მომსახურების შესაძენად ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა.
„პირველ ეტაპზე იგეგმება შენობის პროექტირების მომსახურების და პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.
სათანადო კვალიფიკაციის მქონე ყველა პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გამოხატოს შესყიდვებში მონაწილეობის ინტერესი“, - ნათქვამია განცხადებაში.