იმისათვის, რომ შეფასდეს სატრანსპოტო დერეფნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია გაანალიზირებული იქნეს, დერეფნის საკვანძო წერტილებში, როგორიცაა ნავსადგურები და სხვადასხვა ქვეყნების რკინიგზების მიერთების პუნქტები – ტვირთბრუნვის  დინამიკის მაჩვენებლები, - ამის შესახებ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე სპეციალიზებული პორტალზე Transcor.ge-ზე "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" იუწყება. 

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ტვირთნაკადების სტრუაქტურა, მათი შემცირების ფაქტორები იმის განსასაზღვრად, რა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მოხდა ამა თუ იმ ტვირთის ალტერნატიულ დერეფანში გადამისამართება.

"იმისათვის, რომ ტვირთფლობელმა შეირჩიოს ესა თუ ლოგისტიკური მარშრუტი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, წინმსწრებად უნდა ფლობდეს ინფორმაციას, ხუთი კომპონენტის შესახებ: დრო, დანახარჯი, დაცულობა, მომსახურება და საიმედობა.

ხუთივე ამ კომპონენტის ვარიაციით იღებს ტვირთმფლობეილი გადაწყვეტილებას, მარშრუტის დივერსიფიკაციის შესახებ. 

ამ თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციონირება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული – ამ ხუთივე კომპონენტზე. კერძოდ, ტვირთების ჩასახვის წერტილიდან, ჩინეთ – ყაზახეთის საზღვრიდან,  დერეფნის მთელ სიგრძეზე მოწყობილ თანამედროვე სატერმინალო ქსელის მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

ამ თვალსაზრით, ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შუა დერეფნის, ერთ – ერთ საკვანძო, აზერბაიჯან – საქართველოს რკინიგზების მიერთების მონაკვეთზე, ტვირთბრუნვა 2007 წლიდან – 15.4 მლნ ტონიდან,  პერმანენტულად მცირდება  და 2018 წელს მინიმუმს 5.2 მლნ ტონას მიაღწია, ფაქტიურად 10 წელიწადში 3 ჯერ შემცირდა.

2018 წლიდან შუა დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის მიერთების საზღვარზე, ტვირთბრუნვა იზრდება და რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა დერეფნებიდან გადმომისამართებული ტვირთების ხარჯზე – 2022 წელს 10.2 მლნ ტონა მიაღწია. 

აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ ფორმირებულ ტვირთბრუნვა თითქმის 4 ჯერ აღემატება საქართველოდან აზერბაიჯანისკენ ტვირთბრუნვას," - ვკითხულობთ სტატიაში