საქართველო თავის იურისდიქციაში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს. მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები და სანაოსნო კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. შედეგად, სანაოსნო დარგი დღეისათვის ჩვენი ეკონომიკისათვის ფაქტიურად ნულოვანი შემოსავლის მომტანია, - ასეთი შეფასება კეთდება სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ საკითხებზე სპეცუალიზებულ პლატფორმა transcor.ge-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სტატიის ავტორის განმარტებით, უცხოელი ქვეყნის გემთმფლობელებს რომლებსაც, ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ გემის დარეგისტრირება სურთ დგანან ალტერნატივების წინაშე,- დაარეგისტრირონ კომპანია მოწინავე ევროპულ საზღვაო ქვეყნებში, თუნდაც ოფშორულ იურისდიქციებში, თუ აირჩიონ საქართველო.
პუბლიკაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი 1999 წლიდან ითვლება ღია რეესტრად, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებიმიერ, თუნდაც, უცხო ქვეყნის გემთფლობელს მცირე დანახარჯების შედეგად, შეუძლია მიიღოს დაბალი საშემოსავლო და სარეგისტრაციო მოსაკრებელი, ქართული დროშა, მათთვის არ არის მიმზიდველი, როგორც შედეგი, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს დროშით დარეგისტრირებულია, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 30 მდე მცურავი საშუალება.
"ფაქტიურად საქართველოში არ არის რეგისტრირებული არც ერთი გემთფლობელი, რომელიც ფლობს მსხვილტონაჟიან საერთაშორისო რეისების განმახორციელებელ გემებს," - წერია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ შორეულ ნაოსნობაში ქართული დროშით დარეგისტრირებული გემების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, რადგანაც 2021 წლის შემდეგ, სახელმწიფო ორგანო – სიიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკუთარ ვებ–გვერდზე საკუთარი საქმინობის შესახებ ინფორმაციას აღარ აქვეყნებს.
სტატიის ავტორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, საზღვაო სფეროში, ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, „საქართველოს 2023-2030 წწ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგიის”, დოკუმენტზე დაყრდნობითაც გაურკვეველია, ამ მნიშვნელოვანი საზღვაო სფეროს განვითარების პრიორიტეტები და განხორციელების გზები.
"სტრატეგიულ დოკუმენტში მხოლოდ „ფარატინა“ მოკლე ჩანაწერია, კერძოდ „მნიშვნელოვანია საქართველოს დროშის განვითარების ხელშეწყობა და გემთმფლობელების მოზიდვა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში გემების დასარეგისტრირებლად. ქართული დროშით გემთმფლობელების მოზიდვა გრძელვადიანი გეგმაა და საჭიროებს წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელებას“.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განვითარებისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები, რომელიც საშუალებას აძლევს უცხოურ სანაოსნო კომპანიებს ისარგებლონ ქონების, მოგების, დივიდენდის და საშემოსავლო გადასახადებზე
შეღავათებით, უცხოური სანაოსნო კომპანიებისთვს ჯერ კიდევ არ არის მიმზიდველი და შედეგად არ რეგისტრირდებიან ქართული საზღვაო დროშის ქვეშ.
მიზეზი თუ რატომაც არ არიან წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გემთფლობელები საქართველოში, აიხსნება იმით, რომ სხვა ქვეყნებს უკეთესი, ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო კანონმდებლობა აქვთ შეთავაზებული.
ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს ის გარემოება, რომ ქართული დროშის ქვეშ გემების საკმარისი რაოდენობა არ ექვემდებარება სხვა ნავსადგურებში ინსპექტირებას, ამიტომაც ქართული დროშა ვერ ხვდება პარიზის მემორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (Paris MOU on Port State Control) თეთრ სიაში, რომელიც ითვლება დროშის ადმინისტრაციის უმაღლეს შეფასებად," - ვკითხულობთ ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
პარიზის მემორანდუმის ანგარიში ყოველწლიურად განახლებად დოკუმენტს წარმოადეგნს. მასში გაერთიანებული ქვეყნები გადანაწილებულია თეთრ, ნაცრისფერ და შავ სიაში (WGB).
ქვეყნების საზღვაო დროშები იყოფა მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის მატარებელ დროშებათ. იგი ეფუძნება გემების ინსპექტირებისა და დაკავებების საერთო რაოდენობას 3 წლის განმავლობაში, დროშებისთვის ამ პერიოდში მინიმუმ 30 ერთეული შემოწმებით.
transcor.ge-ს მიხედვით, 2023 წელს ჩატარებული 16 769 ინსპექტირებიდან 639 გემი, ანუ შემოწმებული გემების 3.81 % იქნა დაპატიმრებული, 2022 წელს – 736 გემი – 4.25%, 2021 წელს 538 გემი – 3.49%.
თეთრ სიაში – 47 სახელმწიფოა მოხვედრილი, ნაცრისფერში – 17, ხოლო შავ სიაში – 12 სახელმწიფო.
თეთრ სიაში 2021-2023 წლების მიხედვით პირველ ადგილზეა დანიის დროშა – 1250 შემოწმება და მხოლოდ 12 დაპატიმრება, მეორეზეა ჰოლანდია – 2648 (35), მესამეზე ნორვეგია – 1758 (25), მეოთხეზე სინგაპური – 1735 (25), მეხუთე – იტალია – 843 (10).
თეთრ სიაში 27 – ე პოზიციაზეა თურქეთის დროშა – 601 შემოწმება 15 დაპატიმრება, რუსეთი – 36 – ე პოზიციაზეა – 606 (26).
შავ სიაშია 62 – ე საფეხურზეა უკრაინა – 54 (9), აზერბაიჯანი – 65 – ე საფეხურზეა – 34 (7), 69 – ე საფეხურზეა მოლდოვა – 116 (23).
"2021 – 2023 წლების მიხედვით, ხუთი ყველაზე მაღალი საკვალიფიკაციო რეიტინგით აღიარებული კომპანიებია – American Bureau of Shipping, DNV AS, China Classification Society, Lloyd’s Register, RINA Services S.p.A. ეს ის კომპანიები, რომლებიც ახოეციელებენ გემებზე ინსპექტირებას და სარგებლობენ ყველზე მაღალი რეპუტაციით.
ფაქტია, რომ 2020 წელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილები უცხოელი გემთფლობელების მოსაზიდათ არ აღმოჩნდა ეფექტიანი, აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების შემუშავება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო წარმატებული საზღვაო ქვეყნების – მალტის, კვიპროსის, საბერძნეთის და დანიის საერთაშორისო პრაქტიკებზე იქნება დაფუძნებული. ამ ღონისძიებების საფუძველზე უნდა შემუშავდეს საუკეთესო ნაზავი რომელიც ყველა იურისდიქციიდან საუკეთესო კომპონენტებს გააერთიანებს და მოერგება საქართველოს რეალობას.
ერთ – ერთი ნაბიჯი ქართული დროშის პრესტიჟის ასამაღლებლად, სატონაჟო საგადასახადო უნიფიცირებული სისტემის დანერგვაა, რომელიც განკუთვნილია გემთმფლობელებისათვის, დამფრახტველებისათვის და გემის მმართველი კომპანიებისათვის რაც ითვალისწინებს გემის გარკვეული ტონაჟის ფარგლებში, ფიქსირებულ გადასახადს," - განმარტებულია პუბლიკაციაში.
ამ ანალიზზე დაყრდნობით სტატიის ავტორი ასკვნის შემდეგს: "ისეთი საზღვაო ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ოდიდგანვე ფლობდა საზღვაო დროშას, გააჩნია სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, სასწავლო ცენტრები, პერსონალი, პარალელურად წარმოადგენს – ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს და მეზღვაურთა დასაქმების კუთხით გაფორმებული აქვს მსოფლიოს 70 ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი – ვერ სარგებლობს საზღვაო ქვეყნისათვის მინიჭებული პრიორიტეტით, კერძოდ სადღეისოდ საქართველოს საზღვაო დროშა გემთმფლობელებისათვის და სანაოსნო კომპანიებისათვის არ არის მოთხოვნადი."