თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება - გაკეთდება არა მხოლოდ სამანქანო გზა, არამედ ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, გამწვანება, განათების ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე პროექტის შესახებ მერმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ბევრი ადამიანი ტყუილს და სიცრუეს ავრცელებდა აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულ ტელევიზიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს სამუშაოებო ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო და ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ. დათქმულ ვადაში არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული - სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები მოწესრიგებული.
ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან ახალი წლის დღეები მოდის, საახალწლო სოფელი გვექნება რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემები იქნება, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, დროებით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები, ჩვეულებრივ იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რადგან შუქნიშნების ჩართვას ორი კვირა ჭირდება, რათა მივიღოთ სწორი კალიბრაცია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ. ავტობუსებს ექნება შესაბამისი ზოლები, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი
ყველა პირობას შევქმნით, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი