თბილისის მზარდი ურბანიზაციამოსახლეობის მატება და მასშტაბური განაშენიანების პროცესი ავტომობილების რაოდენობის ზრდასა და თავისუფალი ტერიტორიების სიმცირეს განაპირობებსრაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პარკირების მიმართულებით და ქალაქში გადაადგილებისას დისკომფორტს იწვევსდედაქალაქი დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგასმათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწორედ პარკირების ადგილის დეფიციტი და არასათანადო ინფრასტრუქტურაა.

შეიძლება ითქვასრომ თბილისში პარკირების პრობლემა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული:

  • ავტომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა;
  • არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები;
  • არაორგანიზებული/არაეფექტური პარკირების პოლიტიკა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები.

თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირებარომლით სარგებლობაც უფასოა ელექტრო ავტომობილების მფლობელებისშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვისსხვა შემთხვევაში კი საპარკინგე ზონა მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაშია უფასო.

ხანგრძლივი დაპარკინგების შემთხვევაში ქალაქი სხვადასხვა ზონად არის დაყოფილისადაც განსხვავებული ფასები მოქმედებსმაგალითად, A ზონა (ძირითადად ცენტრალური ქუჩები/უბნები), სადაც ერთი საათის საფასური ერთი ლარია; B ზონაში — ერთი საათი 2 ლარიხოლო C ზონაში — ერთი საათი 3 ლარი ღირსასევეფასიანი პარკინგის შემთხვევაში შესაძლებელია პარკირების საშვის შეძენა parking.tbilisi.gov.ge-ის საიტზე.

თბილისის უბნების უმეტესობაში დღემდე არსებობს . „სტაიანშიკის“ სისტემა — სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები თვითნებურად დაყოფილ ზონებს მეთვალყურეობენმანქანის მძღოლებს თავისუფალი ადგილების მოძებნასა და მანქანის დაყენებაში ეხმარებიან და სანაცვლოდ შესაბამის საფასურს იღებენრომელიც ძირითადად 1-2 ლარს შეადგენს.

როგორია ევროპული გამოცდილება?

მიუხედავად იმისარომ ევროპის ქვეყნებში ავტომობილების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით მეტიამათ ქალაქში გადაადგილებისას ისეთი პრობლემები არ აქვთროგორც თბილისშიცხადიაპარკინგის პრობლემა ყველგან დგასთუმცა არა ისე მწვავედროგორც ჩვენთანამის ძირითადი მიზეზი ეფექტური და განვითარებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემააევროპის ბევრ ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტულ და ეფექტურ საშუალებად ითვლება ტრამვაიშემდეგ მეტრო და ავტობუსირომელიც ქალაქის თითქმის ყველა უბნისთვის ხელმისაწვდომიაუნდა ითქვას ისიცრომ 70-იან წლების დასაწყისშიავტომობილების სწრაფმა წარმოებამ და მოხმარებამდასავლეთ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში ტრამვაის გაუქმების პროცესი გამოიწვია, რადგან მიაჩნდათრომ პერსონალური ავტომობილების შემთხვევაში მისი საჭიროება აღარ არსებობდათუმცა 2000-იანი წლებიდანროდესაც ქალაქებში ავტომობილებით გადაადგილება განსაკუთრებით გართულდა და მასიური გამონაბოლქვისგან გარემო დაბინძურდაბევრმა ქვეყანამ ტრამვაის აღდგენა დაიწყო (მაგ. საფრანგეთმა)რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოძრაობის განტვირთვას.

ამასთანგანსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად უპირატესობა ენიჭება ველოსიპედების მოძრაობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასრაც ქალაქის სხვადასხვა უბანში საპარკინგე ადგილების საჭიროებას ამცირებს და მოძრაობის გადატვირთვას უწყობს ხელსამასთანავემაგალითად კოპენჰაგენში, შექმნილია სპეციალური „მწვანე ზონები“რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებსა და ველოსიპედებს აქვთ.

ასევეევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს Park & Ride სისტემარომელიც გულისხმობს დიდი ზომის ავტოსადგომების მოწყობას ქალაქის გარეუბნებსა და მეტროს/საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან, რაც იმის საშუალებას იძლევარომ მოქალაქეები ავტოსადგომებამდე მანქანით მივიდნენშემდეგ კი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტით/მეტროთი განაგრძონ.

ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას ხელს უწყობს მაღალი პარკინგის საფასურიცქალაქები ხშირად სხვადასხვა ზონებად არის დაყოფილისადაც განსხვავებული ტარიფები მოქმედებსცენტრალურ უბნებში ღირებულება ბევრად მაღალიარაც ამცირებს ხანგრძლივი პარკირების მსურველთა რაოდენობას და ხელს უწყობს ქალაქში ავტომანქანების შემცირებას.

თბილისის მერიას პარკინგის პრობლემის მოგვარების მიზნითგარკვეული იდეები ჰქონდამათ შორის ერთ-ერთი თბილისის მიწისქვეშა თუ მიწისზედა პარკინგის პროექტი იყორომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ განხორციელებულა სრულადმრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა ინვესტორებისთვის არც თუ ისე მომგებიანი აღმოჩნდაირგვლივ არსებული იაფფასიანი პარკირების ან უფასო ადგილების ფონზეასევემოლაპარაკებები მიმდინარეობდა მრავალსართულიანი რკინის კონსტრუქციის პარკინგების მშენებლობაზეცრომელიც რკინის კოშკურის მსგავსი კონსტრუქცია იქნებოდა და 12-ადგილიან საპარკინგე სივრცეს შექმნიდათუმცა ეს პროექტიც ჩაიშალა.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თბილისში საპარკინგე პოლიტიკა გაუმჯობესდეს?

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მისი ეფექტურობის ზრდა

პარკირების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშეამიტომ პირველ რიგში, ამ მხრივ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაავტობუსების რაოდენობა გაიზარდოსმეტროში გადაადგილების დრო შემცირდეს და ყველა უბნისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს.

საცხოვრებელ კომპლექსებში საპარკინგე ზონების მოწყობა

მნიშვნელოვანიარომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები მცხოვრებლთა რაოდენობის შესაბამის საპარკინგე სივრცეს უზრუნველყოფდეს, რაც ადგილობრივებს უპრობლემოდ გაჩერების შესაძლებლობას მისცემს და ბინის მფლობელებს მიმდებარე ტერიტორიის ათვისებისკენ არ უბიძგებს.

მრავალსართულიანი მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე ზონები

ქალაქის სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილზე აშენებული მრავალსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომები შეამცირებს ქუჩისპირა პარკირების საჭიროებას და განტვირთავს მოძრაობას.

ველოსიპედების ინფრასტრუქტურის განვითარება

უსაფრთხო ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების სისტემის დანერგვა ალტერნატიული ტრანსპორტის გამოყენებას წაახალისებსრაც არა მარტო კომფორტული გადაადგილებისთვისარამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება.

წყარო: UM.GE