საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, სანაპირო ზონებში ავარიული ვითარების აღმოსაფხვრელად ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვაზე ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

თითოეული ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 50 მილიონ ლარს, ხოლო ორივე შესყიდვის ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი ავარიული სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, საჭიროების შემთხვევაში, დაევალება როგორც კონკრეტული ობიექტისთვის დეტალური საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, ისე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოდელი სანაპირო ზონებში წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას იძლევა და ავარიული ვითარების დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

ტენდერების დეტალური პირობები ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: