ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე მეწყრული პროცესის განვითარებასა და გზაზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე ადგილობრივი ნოშრევან არაბული Facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც „გაკეთების“ შემდეგ ქვემოთ მიცოცავდა, უკვე გაიქცა... მალე, ალბათ, თან გაიყოლებს გაზის მილსაც და ელგაყვანილობის ბოძებსაც, ჯუთა მოსწყდება სამყაროს, ხალხი დაკარგავს შემოსავლის წყაროს, შეწყდება სატრანსპორტო კომუნიკაცია ჯუთას სასაზღვრო სექტორთან და ა.შ.
სიტუაცია ძალზე სერიოზულია, არაფერს ვაჭარბებ, იქნებ ჯერ კიდევ არაა მთლად უსაშველო, სოფლის მოსახლეობის სახელით მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, მათ შორის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მიიტანეთ გულთან ჩვენი გასაჭირი, თქვენ - შეგიძლიათ, ჩვენ - გვეიმედებით!“ - წერს ადგილობრივი ნოშრევან არაბული.
„იქნებ ჯერ კიდევ არაა მთლად უსაშველო“ - რა მდგომარეობაა ჯუთას გზაზე?
შავი ზღვის პორტებზე თავდასხმებმა ხორბლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია - გაერო
შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო - აშშ-ის საელჩო საქართველოში
1.5 წელიწადში ქვეყანაში 45 თანამედროვე ელმავალი შემოვა - ლაშა აბაშიძე
განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს - ირაკლი კობახიძე
1-ელი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე - ლევან ჟორჟოლიანი