გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე დასრულდა. 
გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ, ფეხბურთის სრულიად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო. ასევე, სარაჯიშვილის  გამზირის N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი  სრულად  რეაბილიტირდა.

ორივე მისამართზე სამუშაოებისთვის 228 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი  ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.