ბათუმში 2023 წლის I კვარტალში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 725 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
recov-ის ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის მარტში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 909 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 702 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„2023 წლის I კვარტალში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის I კვარტალთან შედარებით 40%-ით, 4,273 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 55%-ით გაიზარდა და 186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, — აღნიშნავენ recov-ში.