საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ- სექტემბერში გაცემულია 8 632 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი) 8 654.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტი).

მათივე ცნობით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 7.8 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.