მიმდინარე წლის მარტში, დეკემბერთან შედარებით, ბანკების საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი გაიზარდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.8% შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა მცირედით მოიკლო და 15.8% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 3.6 %პ-ით გაიზარდა, 11.6%-მდე.

2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ნაკლები სესხი „სილქ ბანკმა“ გასცა, მეორე ადგილზე „ზირაათ ბანკია“, ხოლო მესამეზე დასანქცირებული „ვითიბი ბანკი“ იყო.

საკრედიტო პორტფელი (მთლიანი სესხები) 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ნაკლები შემდეგ ბანკებს ჰქონდათ:

სილქ ბანკი — 17 543 754 ლარი (2022 წლის 3 თვეში 15 109 964 ლარი)

ზირაათ ბანკი — 102 754 096 ლარი (2022 წლის 3 თვეში 99 310 815 ლარი)

ვითიბი ბანკი— 253,328,936 ლარი (2022 წლის 3 თვეში 346 616 573 ლარი)

იშ ბანკი — 300 605 841 ლარი (2022 წლის 3 თვეში 245 105 134 ლარი)

პაშა ბანკი — 321 092 782 ლარი (2022 წლის 3 თვეში 317 126 781 ლარი)