2022 წელს საბანკო სექტორმა დირექტორატს და სამეთვალყურეო საბჭოს რეკორდული თანხა, დაახლოებით 110 მლნ ლარი გადაუხადა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯმენტი კვლავ „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ ჰყავთ. 8 დირექტორის დაქირავებისთვის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ფონდი 53.4 მლნ ლარი იყო, დირექტორატის 6 წევრი კი „თიბისის“ 19.8 მლნ. ლარი დაუჯდა.
ეროვნულ ბანკში წარდგენილი 13 ბანკის (სანქცირებული რუსული VTB-ს შვილობილ „ვითიბი ბანკ საქართველოს“ წლიური ანგარიშგება წარდგენილი არ აქვს) წლიური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ანაზღაურების ნაწილი ნაღდი ფულით გაიცა. ჯამური თანხა ფიქსირებულ და ცვალებად, ასევე ფულად და აქციებით გადახდილ ხელფასს მოიცავს.
ბანკების მიხედვით, 2022 წელს დირექტორატისთვის და სამეთვალყურეო საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება (ფიქსირებული, ცვალებადი, გადავადებელი, ფულადი და არაფულადი სახით, ჯამური მაჩვენებელი) შემდეგია:
საქართველოს ბანკი
10 დირექტორი 53 367 562 ლარი
9 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 2 649 939 ლარი
თიბისი ბანკი
6 დირექტორი - 19 801 138 ლარი, მათ შორის
8 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 2 304 982 ლარი
ბაზისბანკი
4 დირექტორი 6 726 453 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 757 085 ლარი
კრედო ბანკი
6 დირექტორი 6 185 498 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 500 920 ლარი
ტერაბანკი
5 დირექტორი 3 255 501 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 112 500 ლარი
პაშა ბანკი
4 დირექტორი 2 488 432 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 445 530 ლარი
ლიბერთი
5 დირექტორი - 1 160 291 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 732 918 ლარი
პროკრედიტ ბანკი
4 დირექტორი -773 096 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 86 174 ლარი
ქართუ ბანკი
7 დირექტორი - 1 679 247 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 300 490 ლარი
იშ ბანკი
4 დირექტორი 1 268 456 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 196 860 ლარი
სილქ ბანკი
10 დირექტორი - 1 062 096 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 305 039 ლარი
ხალიკ ბანკი
5 დირექტორი - 938 984 ლარი
1 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 246 107 ლარი
ზირაათ ბანკი
4 დირექტორი - 596 850 ლარი
5 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 127 387 ლარი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერები „საქართველოს ბანკს“, ყველაზე დაბალანაზღაურებადი კი „ზირაათ ბანკს“ ჰყავს

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც – ირაკლი კობახიძე
დასანანია, როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი - ირაკლი კობახიძე
ეგვიპტეში და ბულგარეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება - BMG
გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ქონების იძულებით ჩამორთმევას და გადაფორმებას
სომხეთის, აზერბაიჯანის ინტერესია, თურქეთისაც, საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში – ინტერვიუ