„კრედიტინფოს“ 2024 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 183 075 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 356 480-ს შეადგენს. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 075 476 652 ლარი შეადგინა.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 936 666 ადამიანს აქვს, ჯამში 49 477 744 079 ლარის მოცულობის.
მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის. ნოემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 45.083 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 869 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 5.6%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 86 288-ია.
სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 758 998 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.830 მლრდ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 111 179 მსესხებელს უფიქსირდება.
21 145 ადამიანს კი, ჯამში 574.4 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 5 902 მსესხებელს უფიქსირდება. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური მსესხებლების რაოდენობა 1 936 666-ს შეადგენს.