კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 300 მლნ ლარს აჭარბებს. 2022 წლის მონაცემებით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 20.8 მლნ ლარით გაიზარდა.
2022 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი დასაკუთრებული ქონება „თიბისი ბანკს“ აქვს, მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, ხოლო მესამეზე „ქართუ ბანკი“. დასაკუთრებული ქონების მხრივ ყველაზე მაღალი, 54%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „ტერა ბანკს“ აქვს.
დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top 7 კომერციული ბანკის რეიტინგი:
„თიბისი ბანკი“ – 130 171 607 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 129,872,876 ლარი);
„საქართველოს ბანკი“ – 110 879 993 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 94,575,168 ლარი);
„ქართუ ბანკი“ – 22 260 034 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 15,691,955 ლარი);
„ვითიბი ბანკი“ — 14,742,206 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 17,784,136 ლარი);
„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 10,551,978 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 8,009,459 ლარი);
„ბაზისბანკი“ – 6,640,620 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 11,143,195 ლარი);
„ტერაბანკი“ – 5,126,924 ლარი (2021 წლის მეოთხე კვარტალი - 3,324,612 ლარი).