საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხას 5 272 000 ლარი დაემატა და 108 173 900 ლარამდე გაიზარდა. თანხა 45 მუნიციპალიტეტზე განაწილდება. სხვადასხვა მოცულობის ფინანსური რესურსებია გაწერილი ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრი წყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ონის, ბოლნისის, ხობის, ფოთის, მცხეთის, დუშეთის, სამტრედიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებისთვის.
როგორც მთავრობის 1327-ე განკარგულებაში, ვკითხულობთ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტი ზუგდიდის, ბორჯომის, ახმეტის, ჩოხატაურის, საჩხერის და ხობის მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ.
2025 წლის დასაწყისისითვის, იანვრის ბოლოსთვის, 8 მუნიციპალიტეტისთვის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მხოლოდ 6 400 000 ლარი იყო გათვალისიწინებული, მას შემდეგ ამ დანიშნულებით თანხის მოცულობაც და მუნიციპალიტეტების რაოდენობაც 6-ჯერ დაკორექტირდა.