Voyager by SOLO-ს ფარგლებში მოგზაურობის მოყვარულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ SOLO-ს ყველაზე დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების სერიას. ამისათვის კი ისინი საქართველოს ბანკის Youtube არხს  უნდა ეწვიონ.

Voyager by SOLO-ს  ახალი გამოცემა სამხრეთ აფრიკას მიეძღვნა. აღნიშნული გამოცემის ეგიდით ტური კენიაში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 20-მა მოგზაურმა მიიღო.  საფარის ექსპედიციაში მათ  12 დღე გაატარეს.

სამოგზაურო სერიების პირველი ეპიზოდი სწორედ ამ ექსპედიციის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს გაგაცნობთ - ველური ბუნება, ლანდშაფტები, ტროპიკული სანაპიროები და ადგილობრივი, მრავალფეროვანი კულტურა - ეს მოგზაურობის მხოლოდ ნაწილია. ეპიზოდების სანახავად შეგიძლიათ ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის: SOLO მომხმარბელების ინტერესების შესწავლის შედეგად 2015 წელს SOLO Voyager-ის პირველი ნომერი გამოვიდა. ჯამში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაზე, მათ შორის საქართველოზეც, უკვე 35 ნომერი გამოიცა. SOLO-ს სამოგზაურო სერიები კი მოგზაურობის მოყვარულებს ჟურნალთან ერთად  დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების უკვე Youtube სერიებსაც სთავაზობს.

არ გამოგრჩეთ SOLO-ს სამოგზაურო სერიების ახალი ეპიზოდები.  გამოიწერეთ საქართველოს ბანკის Youtube არხი.