Societe Generale ბურკინა-ფასოსა და მოზამბიკში შვილობილი კომპანიების წილებს ფინანსურ კომპანია Vista Group-ს ყიდის, რაც ფრანგული ბანკის ბოლო ნაბიჯი იქნება აფრიკაში ყოფნის შესამცირებლად. ამის შესახებ MarketWatch წერს.

ახლა ის ფლობს Societe Generale Burkina Faso-ს 52,6%-ს და Banco Societe Generale Mocambique-ის 65%-ს.

გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა. მისი დასრულების შემდეგ, Vista Group ამ ბანკების ყველა საქმიანობას გადაიბარებს, ისევე როგორც კლიენტთა პორტფელს და ყველა თანამშრომელს, განაცხადა Societe Generale-მა. ბანკი გეგმავს გარიგების დახურვას 2024 წელს მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცების შემდეგ.

2023 წლის დასაწყისში, Societe Generale დათანხმდა მიეყიდა თავისი შვილობილი კომპანიები კონგოსა და ეკვატორულ გვინეაში Vista Group-ისთვის, ხოლო მისი განყოფილებები მავრიტანიასა და ჩადში Coris Group-ისთვის. ბოლო წლებში სხვა ევროპულმა ბანკებმაც - BNP Paribas-მა, Credit Agricole-მ და Barclays-მაც გადადგეს ნაბიჯები აფრიკაში ყოფნის შესამცირებლად.