"სილქ ბანკის" საკრედიტო პორტფელი 2024-ის მე-2 კვარტალში 24%-ით გაზარდა და პირველი ივლისის მდგომარეობით, ბაზარზე 0.15% წილით არის წარმოდგენილი.
დაკრედიტებით ის მეთოთხმეტეა, ბოლო პოზიციაზე, ბანკების ძირითად შემადგენლობაში (სექტორში 3 ციფრული ბანკია დამატებული და უკვე 17 სუბიექტით არის წარმოდგენილი).
"სილქ ბანკის" აპრილ-ივნისის ზარალი 2.6 მლნ ლარამდეა. ნახევარი წლის ზარალი კი 4 მლნ ლარამდე აღწევს. რასაც მენეჯმენტი ტრანსფორმაციის ხარჯებს უკავშირებს. ბანკი ციფრულ არხებს ავითარებს. ხარჯების ზრდა ასევე წინა პერიოდის სტრუქტურულ გადალაგებას უკავშირდება, აქციონერთა სტრუქტურიდან ყაზახური მხარის გასვლას.
Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 140.6 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო ანაბრები 25 557 028 მლნ ლარის ეკვივალენტია (Q1/2024 - ₾114 მლნ, ₾21 მლნ ).
Q2/2024 ₾ | Q1/2024 ₾ | ||
აქტივები | 203 328 844 | 180 483 100 | |
სესხები | 87 667 282 | 71 101 092 | |
მ.შ. საცალო | 21 684 000 | 17 807 141 | |
დეპოზიტები | 140 630 426 | 113 851 262 | |
სააქციო კაპიტალი | 58 864 000 | ||
წმინდა მოგება(ზარალი) | (3 907 740) | (1 318 433) | |
bp.ge