სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების შემადგენელი მონეტარული ოქროს პორტფელი 97.3 მილიონი დოლარით შემცირდა. Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, კლება ოქროს ფასის შემცირებამ განაპირობა.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო საქართველოს საერთაშორისო რეზერვების 12.9%-ს შეადგენდა.
ამასთან, გასულ თვეში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები წლიურად 50.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ $8.2 მლრდ-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განსაზღვრულ რეზერვების ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება.
Galt & Taggart-ის განმარტებით, საერთაშორისო რეზერვების ყოველთვიურ ცვლილებაზე ძირითადად მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციები, ასევე ეროვნული ბანკის მიერ BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის შესყიდვები მოქმედებს.
საინვესტიციო ბანკის ცნობით, სებ-ის სავალუტო ოპერაციების დეტალები 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.