საზოგადოებრივი მაუწყებელი 2 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს აცხადებს. შესყიდვა 29 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 199 420 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია ნათქვამი, შეთავაზებული მიკროავტობუსი უნდა იყოს ახალი (ექპლუატაციაში არ მყოფი) განბაჟებული, გარბენი არაუმეტეს 200 კმ. ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ქარხნული წარმოების (მიკროავტობუსზე არ უნდა იყოს განხორციელებული არაქარხნული ცვლილება, შეკეთება/აღდგენა, გადაკეთება, ნაწილის გამოცვლა და ა.შ. მიკროავტობუსები ნაწარმოები უნდა იყოს არაუადრეს 2023 წლისა.
„ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარებიდან 5 (ხუთი) წელი ან 150 000 კმ. ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 2 წელი ან შეუზღუდავი გარბენით სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); საგარანტიო პერიოდში ავტომანქანაზე მომსახურება უნდა განხორციელდეს ორიგინალი ნაწილებით.“- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
ავტომობილის ფერი უნდა იყოს თეთრი, ვერცხლისერი, რუხი ან ლურჯი. ემისიის სტანდარტი არანაკლებ ევრო 4, გადაცემათა კოლოფი მექანიკური. სავარძლების რაოდენობა არანაკლებ 16+1
სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროა: 100 % - სახელმწიფო ბიუჯეტის 2023 - 2024 წლის სახსრები