ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს ჩართული ამ საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“.
ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.