TesteAtlas-მა იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო რეგიონული და ეროვნული კერძებია. 

პორტალი წერს, რომ რეიტინგი მათ მონაცემთა ბაზაში არსებული 16,601 ქალაქიდან შეადგინეს, მასში მონაწილეობა 395 205-მა (271,819 მოქმედი) მომხმარებელმა მიიღო და ამ 100-მა ქალაქმა, რეგიონული და ეროვნული კერძებისთვის მიხედვით, საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.

TesteAtlas აღნიშნავს, რომ იტალიური კულინარიული ცენტრებიდან დაწყებული დინამიური აზიური და ამერიკული კულინარიული დანიშნულების ადგილებით დამთავრებული, ეს ქალაქები გამოირჩევიან მდიდარი არომატებითა და მსოფლიო დონის კულინარიული კულტურით.

მსოფლიოს 30 საუკეთესო კულინარიული ქალაქი შემდეგია:
1. 🇮🇹 ნეაპოლი
2. 🇮🇹 მილანი
3. 🇮🇹 ბოლონია
4. 🇮🇹 ფლორენცია
5. 🇮🇳 მუმბაი
6. 🇮🇹 გენუა
7. 🇫🇷 პარიზი
8. 🇦🇹 ვენა
9. 🇮🇹 რომი
10. 🇵🇪 ლიმა
11. 🇯🇵 ოსაკა
12. 🇪🇸 მადრიდი
13. 🇫🇷 ნიცა
14. 🇯🇵 კიოტო
15. 🇺🇸 ახალი ორლეანი
16. 🇮🇹 ვენეცია 
17. 🇹🇷 გაზიანთეპი 
18. 🇮🇹 ფერარა 
19. 🇺🇸 ნიუ იორკი 
20. 🇸🇬 სინგაპური 
21. 🇮🇩 ჯაკარტა 
22. 🇮🇹 პალერმო 
23. 🇮🇹 კატანია 
24. 🇹🇷 სტამბოლი 
25. 🇮🇹 ტურინი 
26. 🇯🇵 ტოკიო 
27. 🇺🇸 სან ფრანცისკო 
28. 🇺🇸 ფილადელფია 
29. 🇺🇸 ჩიკაგო 
30. 🇵🇹 ლისაბონი.