Galt&taggart-ის ინფორმაციით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის.
ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, რეგიონში 2023 წლის ივნისში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთში დაფიქსირდა და 38.2% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის სიდიდით მეორე ადგილზე ყაზახეთი - 14.6%, მესამე კი აზერბაიჯანია - 10.6%.
თუმცა მოლოდინი პოზიტიურია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია 9.5%- მდე შემცირდეს 2023 წლის ბოლოს, ხოლო 8.0%-მდე 2024 წლის ბოლოს.
2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, რეგიონის ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ასეთია:
- ყაზახეთი - 16.8%;
- საქართველო - 10,5%;
- სომხეთი - 10,5%;
- ყირგიზეთი - 13,0;
- უზბეკეთი - 14,0%;
- რუსეთი - 8,5%;
- აზერბაიჯანი - 9,0%;
- თურქეთი - 17,5%.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 21 ივნისის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა, მომდევნო სხდომა კი 2 აგვისტოს არის ჩანიშნული.